Monday, June 26, 2017

პროექტი

ქართული ენა

1.პროექტის მთავარი იდეა (თემა):ქართული ენის სიწმინდეები.

2.
პროექტის აქტუალობა: პრესა, როგორც მასობრივი  საინფორმაციო საშუალება, უმთავრეს  როლს  ასრულებს  ერთიანი საერთოსახალხო ენის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში,ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს   რამდენად კარგად ფლობენ მშობლიურ ენას მოსწავლეები ,რამდენად იცავენ ენის სიწმინდეს. რუსული ენის ინგლისურით ჩანაცვლებამ არანაკლები საფრთხე შეუქმნა ქართულ ენას, ასე რომ, ჩვენი მშობლიური უნიკალური ენის სიწმინდის დაცვა ყოველ ჩვენგანზეა დღეს დამოკიდებული. 
            

3.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან პრესის ენას, აღმოაჩენენ ნეოლოგიზმებს, ბარბარიზმებს,იმ ტიპურ შეცდომებს, რომლებიც გვხვდება  ჩვენი პრესის ფურცლებზე : სინტაქსური თუ ორთოგრაფიულმორფოლოგიური, სტილისტური ხარვეზები.   ყურს მიაჩვევენ  სწორ ფორმებს და დაიცავენ ენის სიწმინდეს.

4
მონაწილეთა ასაკი: მე8 კლასი

5.
ვადები, ხანგრძლივობა: 1 თვეში დასრულდება  მოსამზადებელი სამუშაოები, პროექტზე მუშაობა გაგრძელდება შემდეგშიც.

6.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება ბლოგი, სადაც მუდმივად დაიდება მოძიებული მასალა მართებულ ფორმებთან ერთად.მოსწავლეები მუშაობაში ჩართავენ სხვა  თავიანთ თანატოლებსაც.

7.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, ინტერნეტი, ჟურნალგაზეთები.

8..პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1.მასწავლებელი გააცნობს თემას, მიმოიხილავს მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან  და საინტერესო საკითხებს.
2.
მოსწავლეები თავად შეადგენენ სამუშაო გეგმას მასწავლებლის დახმარებით.
3.
მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფომაციას, თუ რა მოსაზრებები არსებობს ქართული ენის   განვითარების შეფერხების შესახებ, სხვადასხვა ჟურნალგაზეთებში დაძებნიან ენობრივ შეცდომებს, შემდეგ დაახარისხებენ, ცალცალკე ამოიწერენ ნეოლოგიზმებს, ბარბარიზმებს,  სინტაქსურ თუ ორთოგრაფიულმორფოლოგიურ შეცდომებს, სტილისტურ ხარვეზებს. გვედით მიუწერენ მართებულ ფორმებს.შეიქმნება ბლოგი, სადაც დადებენ კვლევის შედეგებს და მომავალშიც შეიტანენ დამატებებს.    
9.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ენა და ლიტერატურა.

10.
პროექტის ხელმძღვანელი:პროექტის ხელმძღვანელი: ნინო გამსახურდია
11
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  ninogamsaxurdia5@gmail.com

12.
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: ninogamsaxurdia.blogspot.com



No comments:

Post a Comment

პროექტი

ქართული ენა 1. პროექტის მთავარი იდეა   ( თემა ): ქართული ენის სიწმინდეები. 2. პროექტის აქტუალობა :   პრესა , როგორც მასობრივი   ს...