Thursday, June 22, 2017

გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

აკაკი წერეთელი ;;ჩემი თავგადასავალი'' (2 სთ.)   მე–6 კლასი
  • მიზნები:  მხატვრული ტექსტის კითხვა და ანალიზი
                               .  წაკითხულის შეფასება და დასკვნების გამოტანა.
                               .   კრიტიკული აზროვნების განვითარება.
                              .  ინფორმაციის მიღება და გააზრება.
                               .  თხრობისა და მსჯელობის უნარ–ჩვევების გამომუშავება   .                                                     .  კითხვის სტრატეგიის დაუფლება.
                           .  წერის სტრატეგიების დაუფლება.
                              . ნაწერის ჩასწორება და კორექტივება.
  •  მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები;
  • მე–6.1 მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარ–ჩვევა;მას აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისატვის არსებითი დეტალების შეფასების უნარი.
  • მე–6.3 მოსწავლეს შეუძლია წარმართოს საკუთარი მეტყველება მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა ტიპის ტექსტი
  • მე–6.9 მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ.
  • მე–6.14 მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმეთებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
        აქტივობა №1 საშინაო დავალების პრეზენტაცია (7-8წთ)
         აქტივობა№2 კითხვისთვის მზადება-გამოწვევა(5-6წთ)
       ა) ტექსტის წაკითხვას წინ უსწრებს აკაკის ცხოვრების ამსახველი ფილმის ''აკაკის აკვანი'' , კოლექტიური ჩვენება და შემდეგ მისი კლასში განხილვა.
      ბ)შესავალი საუბარი აკაკის შესახებ,  მისი ბიოგრაფია და ცხოვრებისეული ეპიზოდები.
       აქტივობა№3 ტექსტის კითხვა (15-20წთ)
         1)კომენტირებული კითხვა
         2),,აქტიური კითხვის მეთოდი"
        აქტივობა4.
        1.საშიში გამომცდელი.
        2.მაქსიმოვიჩის მეთოდი.
        3.გიმნაზიის მეთოდი-სახელგანთქმული მოსწავლე.
        4.აკაკის ცოდნით კმაყოფილი გამომცდელი.
        5.ნირწამხდარი მასწავლებელი.
        6.იმდროიდელი სწავლის მეთოდი.
        7.აკაკის საყვარელი მასწავლებელი ,ტროე.
            აქტივობა 5 შეფასება (2–3წთ.)
            აქტივობა 6 საშინაო დავალება (2–3წთ)
აკაკის ,,ჩემი თავგადასავალი''დავ. 1. შეადგინეთ პერსონაჟის დახასიათების გეგმა და დაწერეთ თხზულება;აკაკის საყვარელი მასწავლებელი.


                                            გაკვეთილი მე–2
       აქტივობა 1.საშინაო დავალების პრეზენტაცია (10–12წთ)
         აქტივობა 2.წაკითხულის გააზრება– წვდომა (12–15წთ)
         ტექსტის ანალიზი იწყება 1–2 დონოს,( გაგება, ცოდნა) კითხვის საშუალებით. შემდეგ დაისმის უფრო მაღალი დონის კითხვები.რომლებიც ემსახურება  მიღებული
ცოდნის გამოყენებას, ანალიზს, სინთეზსა და შედეგს.
      აქტივობა 3. დისკუსია(7–8წთ)
–შეადარეთ აკაკისდროინდელი გიმნაზია დღევანდელ სკოლას.როთ განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?
      აქტივობა 4.სტრატეგია 3.2.1.(5წთ) 3 რამ,რამაც დამაინტერესა,2რამ, რის შესახებაც უფრო მეტი მინდა გავიგო,1 რამ,რასაც არ ვეთანხმები.
        აქტივობა 5 შეფასება(2–3წთ)
რესურსები:

 


დამატებითი ინფორმაცია,კინოფილმი და ა.შ 

















No comments:

Post a Comment

პროექტი

ქართული ენა 1. პროექტის მთავარი იდეა   ( თემა ): ქართული ენის სიწმინდეები. 2. პროექტის აქტუალობა :   პრესა , როგორც მასობრივი   ს...